|
გამარჯობათ!
ბევრი თვენგანი კარგა ხანია მიცნობს-მე შავი ზღვა ვარ, თქვენი და თქვენი მშობლების ერთ-ერთი უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი. თუ ამ სტრიქონებს გასაბერ ლეიბზე წამოწოლილი ნოუთბუქით ხელში კითხულობთ, თან ტალღები გაქანავებთ, პირველ რიგში ამას გთხოვთ: ნაპირზე გადადით და ჩემი თქვენდამი მიძღვნილი წერილის გაცნობა იქ გააგრძელეთ!
ნაპირიდან შეგიძლიათ შემათვალიეროთ კიდეც-მე ხომ საკმაოდ დიდი ვარ.
მე რომ მკითხოთ, გაფართოვება არაფერში მჭირდება, კმაყოფილი ვარ ჩემი ზომებით, მაგრამ ბოლო ხანებში ზოგიერთ გავლენიან ადამიანს, ეტყობა, თვალში ვეპატარავები ამიტომაც ჩემს გაფართოვებაზე ზრუნავენ.
არ გეხუმნრებით! მინდა გითხრათ რომ ჩემი სანაპირო სხვა არაფერია, მდინარეებიდან მოტანილი ქვებისა და ქვიშის გარდა. მდინარეებმა რომ არ მომაწოდონ ეს ქვის მასალა ჩემი ტალღები ნაპირს ჩამორეცხავს დ იმ ადგილსაც ახლა რომ სხედხართ მე დავისაკუთრებ. ფართობიც მომემატება. არ მემატება განა? მათ ვისაც თვალში ვეპატარავები ლამის ყველა ჩემს დიდ მდინარეზე კაშხლები და ჰიდროელექტროსადგურები ააგონ. მდინაარეები კი იმდენ ქვა-ღორღს ვეღარ მაწვდიან. ამიტომ იძულებული ვარ ნაპირები ჩავრეცხო და ზომებში მოვიმატო. მეცნიერები ამ პროცესს სანაპირო ზოლის აბრაზიას უწოდებენ. მოკლედ “აბრაზიაა” თუ სანაპირო ზოლის “ბრაზია” ეს ასე ხდება.
ქვა-ღორღს თუ მაკლებენ, სამაგიეროდ მდინარეების გზით ბევრ საინტერესო საჩუქარს მიგზავნიან-ნარჩენების სახით. მოკლედ ეჭვი მაქვს რომ ჩემი სახელი შავი ზღვა სევდისმომგვრელად ეჩვენებაათ და სურვილი აქვთ გადავირქვა და მაგალითად: მწვანე ზღვა გავხდე, რატომ “მწვანე”? არ გეგონოთ რომ ამას რაიმე კავშირი აქვს გარემოსდაცვასთან, პირიქით გარემოსდაცვითი ნორმების დარღვევასთან უფრო მჭიდრო კავშირშია ანუ ეუთროპიკაციასთან. ან კიდევ ქარვისფერი თუ ნავთობ პროდუქტებით კარგად მომამარაგებენ. მოკლედ თუ გაინტერესებთ ეს უცხო სიტყვები რას ნიშნავს და საერთოდ რა გასაჭირია ჩვენს თავს გადაშალეთ ჩემი ვებ-გვერდის ფურცლები და წაიკითხეთ. მერე კი თქვენი იმედი მაქვს რომ სწორ დასკვნებს გააკეთებთ და საკუთარ თავს დაეხმარებით ანუ არ მომცემთ იმის საშველებას რომ დავიღუპო. მე, თქვენი უსაყვარლესი თბილი და ერთგული შავი ზღვა.
პატივისცემით
შავი ზღვა |